მექანიკური სისტემების ინჟინერი
არქი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მექანიკური სისტემების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი ფუნქციები:
** საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მექანიკური სისტემების (ხანძარქრობა, წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები,) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. NFPA, EN 12845);
** პროექტირების ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯეფექტური, ენერგოეფექტური და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების მისაღებად;
** პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, HVAC, ელექტროობა) კოორდინაცია, საპროექტო გადაკვეთების (კოლიზიების) აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციისთვის;
** პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა და დამტკიცება.
** ობიექტზე სამუშაოების შესრულების ინტენსიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან.
** წყალმომარაგების, კანალიზაციის, სანიაღვრე და ხანძარქრობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი.
** მექანიკური სისტემების გამოცდის პროცესის ზედამხედველობა.
** სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შენობის სისტემების ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. NFPA 13/14/20 ხანძარქრობისთვის, IPC, EN, DIN სტანდარტები);
** საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.