HVAC ინჟინერი
არქი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ HVAC ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი ფუნქციები:
** საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი HVAC (გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების) საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
** პროექტების ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ სამშენებლო ნორმებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. ASHRAE, Eurovent) შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტირების ეტაპზე ხარჯეფექტური ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან კოორდინაცია საპროექტო კოლიზიების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
** პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნებისა და კომენტარების მომზადება;
** ტექნიკურ განხილვებში მონაწილეობა და შესყიდვების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერა;
** ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალების დამტკიცების ფორმებისა და სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა;
** ობიექტზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
** HVAC სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემების გამოცდის, ჰაერის ხარჯის რეგულირების, წნევაზე შემოწმებისა და სატესტო გაშვების პროცესების ზედამხედველობა.
** სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ადგილობრივი სამშენებლო ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების (მაგ. ASHRAE, Eurovent) ცოდნა;
** HVAC სისტემების ჰიდრავლიკური, აეროდინამიკური და სითბური გამოთვლების პრინციპების ცოდნა;
** საპროექტო და საინჟინრო პროგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.