← ყველა ვაკანსია

ბარისტა-გამყიდველი

გიშო კოფი & ტურს

რუსთაველის მეტროსთან მდებარე ახალი კაფე "გიშო კოფი" ეძებს ახალგაზრდა, ხალისიან და ენერგიულ თანამშრომელს. მოვალეობები: ** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება ** ობიექტის წესრიგში მოყვანა ** პროდუქციისა და ტურების გაყიდვა ** პრიორიტეტი მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი) კაფე იხსნება 07:30 საათზე და იკეტება 22:30 ზე ანაზღაურება: ** მოჭრილი 1200 ლარი + კარგი ბონუსები გაყიდვებიდან გამომდინარე (მონდომებული მუშაობით თავისუფლად შეძლებთ 1500 დან 2000 ლარამდე გამომუშავებას) ** ხელფასის გაცემა ხდება თვეში ერთხელ თვის ბოლოს, ხოლო ბონუსების გატანა შეგეძლებათ ყოველდღიურად ქეშით ** უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ ცივი ან ცხელი სასმელი ** უფასო კვება (დღეში ერთხელ) გამოცდილება აუცილებელი არ არის. ადგილზე შეგასწავლით საქმეს. სასურველია კანდიდატი ცხოვრობდეს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ან მეტროსთან ახლოს. ვაკანსიით დაინტერესებულებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: gishocoffee@gmail.com ან მოგვწეროთ ვათსაფზე: +995 599029099

განაცხადის გაგზავნა →