← ყველა ვაკანსია

საწყობის ოპერატორი

ჯორჯიან ბეიქერსი

შპს "ჯორჯიან ბეიქერს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ მამაკაცს, რომელიც უზრუნველყოფს საწყობის ყოველდღიური ოპერაციების გამართულ და ზუსტ მუშაობას. ძირითადი მოვალეობები: ** საწყობში არსებული პროდუქციის ფიზიკური გადაადგილება და პალეტებზე განლაგება. ** საქონლის აგროვება შეკვეთების შესაბამისად და დისტრიბუციისთვის გადასაცემად მომზადება. ** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, რაოდენობრივი შემოწმება და შესაბამის დოკუმენტაციასთან შედარება და საწყობში წინასწარ განსაზღვრულ ადგილას განლაგება; ** პროგრამაში შემოსული შეკვეთებზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერა RS.GE. ** საწყობში პროდუქციის სწორი, უსაფრთხო და ოპტიმალური განლაგება, შენახვის პირობებისა და ოპერაციული ეფექტიანობის გათვალისწინებით; ** პროდუქციის ნაშთების ზუსტი აღრიცხვა და ფაქტობრივი მარაგების პროგრამულ მონაცემებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** გეგმური და არაგეგმური ინვენტარიზაციებში მონაწილეობა. ** საწყობის წესრიგის, სისუფთავისა და საქონლის უსაფრთხო შენახვის სტანდარტების დაცვა; ** ხელმძღვანელისთვის საწყობის ოპერაციებისა და მარაგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საწყობში, ლოგისტიკის ან სასაქონლო აღრიცხვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ; ** სასაწყობე ან პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება: Fina, 1C და სხვა. ** RS.ge-ის სისტემისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერის პროცედურების ცოდნა; ** საქონლის მიღება-გაცემისა და მარაგების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ; ** ორგანიზებულობა, დროის ეფექტიანი მართვა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ფიზიკურ სასაწყობე ოპერაციებში მონაწილეობის მზაობა. სამუშაო პირობები: ** კომპანია: შპს "ჯორჯიან ბეიქერს"; ** პოზიცია: საწყობის ოპერატორი; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე; ** სამუშაო საათები: 09:30-18:30; ** ანაზღაურება: 1, 300-1, 800 ლარი, რომელიც შედგება ფიქსირებული და საბონუსე ნაწილისაგან; ** დამატებითი ბენეფიტი: სამედიცინო დაზღვევა. განაცხადის გამოგზავნა: დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV info@georgianbakers.com და მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობის ოპერატორი".

განაცხადის გაგზავნა →