სომხურენოვანი გაყიდვების მენეჯერი
Match Up Consulting
თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული საცალო გაყიდვების მენეჯერი, იცი ქართული, რუსული და სომხური ენა, გამართულად მუშაობ საოფისე პროგრამებში - სწორედ შენ გეძებთ!
"Match Up Consulting" - ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1500 ლარი (net)ხელზე ასაღები
** ბონუსი: საშუალოდ გენერირებული 1500 ლარი; (ერთეულზე 50 $ გროსი)
** სამუშაო განაკვეთი: ორშ-პარ 12:00-21:00 (1 სთ შესვენება)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (ბელიაშვილის ქუჩა)
** შვებულება -24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებში- დასვენება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** პროფესიული ტრეინიგი მუშაობის დაწყებამდე
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების, გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა
** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი
** მომხმარებლების ბაზის გაფართოება;შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება
** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება
** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
აუცილებელია, რომ:
** გქონდეს უმაღლესი განათლება
** გქონდეს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** იცოდე სომხური სასაუბროდ, ქართული- სრულყოფილად, რუსული- თავისუფლად. გაგვიხარდება თუ:
** გაქვს CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** გაქვს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit)
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/mXOOu