ბარმენი/ბარისტა
FORMAT FIT GYM
"FORMAT FIT GYM" ეძებს ბარმენს/ბარისტას ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
თუ ხარ კომუნიკაბელური, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი ადამიანი, სიამოვნებით გაგიცნობთ. გამოცდილება აუცილებელი არ არის, მთავარია სურვილი, პასუხისმგებლობა და სწავლისთვის მზადყოფნა.
სამუშაო გრაფიკი:
** ნახევარი განაკვეთი
** 09:00-16:00 ან 16:00-22:00
** გრაფიკი შეთანხმებით
** სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სრული განაკვეთიც
** თითოეული სმენის ანაზღაურება - 30 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობიანი და მოწესრიგებული
** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება
** გუნდური მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები მოიცავს ფიტნეს ბარის ყოველდღიურ მომსახურებას, შეკვეთების მიღებას, სასმელებისა და პროდუქციის გაცემას, სამუშაო სივრცის მოწესრიგებასა და მომსახურების სტანდარტების დაცვას.
თანამშრომლებს ვთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
** პროფესიული განვითარების შეთავაზებებს
** გასვლით ტურებში მონაწილეობას
FORMAT FIT | დიღომი, Green Diamond
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: info@formatfit.ge ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.