სუპერვაიზერი
ჯორჯიან ქარდი · თბილისი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია „ჯორჯიან ქარდი“ ეძებს სუპერვაიზერს.
სამუშაო პროცესების დაგეგმვა და მართვა
ყოველდღიური სამუშაო მიზნების განსაზღვრა დავალებების მოცულობისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით;დღიური დავალებების დაგეგმვა და გუნდთან ოპტიმალურად განაწილება მათი ლოკაციის, მარშრუტის, სამუშაო დატვირთვისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით;დაგეგმილი მიზნების შესრულების მონიტორინგი და დასახული შედეგების მიღწევის მხარდაჭერა;გუნდის სამუშაო დატვირთვისა და შესრულების მაჩვენებლების კონტროლი, დაგეგმილ და ფაქტობრივ შედეგებს შორის სხვაობების გამოვლენა;სამუშაო პროცესის შედეგების პერიოდული შეჯამება, მიზნების შესრულების შეფასება და გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა, ინიციატივები დაფიქსირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
საოფისე პროგრამების ცოდნა;სასურველია ოპერაციული პროცესების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;ანალიტიკური აზროვნების, კრიტიკულ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში პრიორიტეტების განსაზღვრის, რესურსების ეფექტიანად გადანაწილებისა და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
პიროვნული უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა.
ანაზღაურება: 2500 GEL (Gross)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ „სუპერვაიზერი“
გისურვებთ წარმატებებს!