← ყველა ვაკანსია

სამედიცინო წარმომადგენელი

ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია · ბათუმი, ქობულეთი, ჩოხატაური

საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ იწვევს მიზანდასახულ და ენერგიულ კანდიდატებს სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სამუშაოდ აჭარისა და გურიის რეგიონში. ვაკანსია: სამედიცინო წარმომადგენელი კომპანია: შპს „ბერლინ-ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია“ სამუშაო ლოკაცია: აჭარა, გურია სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები: სამიზნე აუდიტორიასთან (ექიმებთან და ფარმაცევტებთან) ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;კომპანიის პროდუქციის/მედიკამენტების შესახებ ამომწურავი სამეცნიერო ინფორმაციის პროფესიონალური წარდგენა და პრეზენტაცია;ყოველდღიური საქმიანობის აღრიცხვა და ანგარიშგების (Reporting) დროული წარმოება ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება: უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება (სავალდებულოა);სამუშაო გამოცდილება: სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (სავალდებულოა);კომპიუტერული უნარები: საოფისე პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;ენები: ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების ფლობა საშუალო (Intermediate) დონეზე;მართვის მოწმობა: B კატეგორიის მართვის მოწმობა და აქტიური მართვის გამოცდილება (სავალდებულოა). პიროვნული და პროფესიული უნარები: გამართული ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის წარმართვის უნარი;ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;დროის სწორად მართვის, თვითორგანიზებისა და პუნქტუალურობის უნარი; კომპანია გთავაზობთ: კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას;შედეგზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას (კვარტალური ანაზღაურებით);პროფესიულ განვითარებას: ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებსა და სწავლების პროგრამებს;კორპორატიულ პაკეტს (მათ შორის სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფას).FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა; განაცხადის გამოგზავნის წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: dtsikolia@berlin-chemie.com; გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →