ვაიზერი
სანდომი · ოზურგეთი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე (დასავლეთ საქართველოში).
ფუნქცია/მოვალეობები:
გაყიდვების გუნდის მართვა, ჯგუფის მუშაობის კოორდინირება, დავალებების განაწილება და მათი შესრულების კონტროლი;გუნდის მუშაობის კონტროლი, შედეგების ანალიზი და შედეგების გაუმჯობესების გეგმის განსაზღვრა;გუნდის მუშაობის შესახებ მენეჯმენტისთვის რეპორტინგი;პრისეილერების კონტროლი და დახმარება საჭირო სიტუაციებში;სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;პროდუქციის სახეობების დამახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა;ახალი პროდუქციის მაღაზიებში წარდგენა;კომპანიაში არსებული პროდუქციის სწორ ადგილზე განლაგება მერჩენდაიზერთან კონტაქტით და მაღაზიასთან მოლაპარაკებით;დებიტორული დავალიანების კონტროლი;უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება პოზიციის ფარგლებში.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;მართვის მოწმობა (B კატეგორია).
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;კომუნიკაბელურობა და გუნდურობა;ახალი ობიექტების ათვისების უნარი;პროდუქციის პრეზენტაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;Fitpass და კორპორატიულ დაზღვევას.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/9WOZizwb