← ყველა ვაკანსია

გამბერი დანადგარის ოპერატორი

ალფა პეტი · მცხეთა

„ალფა პეტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი კომპანიაა PET პრეფორმებისა და რძის კონტეინერების წარმოებაში. კომპანია მუშაობს უახლესი ტექნოლოგიებით 24/7 რეჟიმში და პროდუქციით ამარაგებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. „ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას გამბერი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. ძირითადი ფუნქციები: გამბერი დანადგარის მართვა (გაშვება/გაჩერება და პარამეტრების კონტროლი);პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;პროდუქციის მარკირება, შეფუთვის კონტროლი და წუნის სორტირება დადგენილი პროცედურების მიხედვით;სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება (პარამეტრების ანგარიში, ოპერატორის ჟურნალი);სამუშაო სივრცისა და დანადგარების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;ტექნიკური ხარვეზებისა და რისკების დროული იდენტიფიცირება და ინფორმაციის ხელმძღვანელისთვის მიწოდება;საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ოპერაციული/ტექნიკური დავალებების შესრულება. სამუშაო დრო: სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება ცვლიანობის განრიგით და კვირაში სამუშაო საათების ოდენობა შეადგენს 40 საათს. დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა;კვება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული განათლება ტექნიკური განხრით;სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ტექნიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;დამოუკიდებლად/გუნდურად მუშაობის უნარი;სწრაფად სწავლისა და ადაპტაციის უნარი დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/ly3T3

განაცხადის გაგზავნა →