← ყველა ვაკანსია

PR მენეჯერი

პრეზი-დენტი · თბილისი

სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტი“ აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის პოზიციაზე. ვეძებთ კრეატიულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც იზრუნებს კლინიკის ცნობადობის გაზრდაზე, ბრენდის იმიჯის განვითარებასა და პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაზე. ძირითადი მოვალეობები: კლინიკის PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;სოციალური მედიის გვერდების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;სარეკლამო კამპანიებისა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის ორგანიზება;ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია;კლინიკის მომსახურებებისა და სპეციალური შეთავაზებების პოპულარიზაცია;კლინიკის ბრენდის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა;პაციენტების მოზიდვისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ახალი იდეებისა და პროექტების შეთავაზება;თანამშრომლობა კლინიკის ექიმებთან და ადმინისტრაციასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: PR-ის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საფუძვლების ცოდნა;გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;კრეატიული აზროვნება და ინიციატივიანობა;ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;სასურველია ფოტო/ვიდეო კონტენტის შექმნისა და ვიზუალური მასალების დამუშავების გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;პროფესიული განვითარებისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. სამუშაო ადგილი: თბილისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და, სურვილის შემთხვევაში, შესრულებული პროექტების პორტფოლიო: prezident.stomatology@gmail.com შემოგვიერთდით და ერთად განვავითაროთ სტომატოლოგიური კლინიკა „პრეზიდენტის“ ბრენდი!

განაცხადის გაგზავნა →