ბუღალტერი
რეგალ · თბილისი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:ფუნქცია-მოვალეობები:
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება კანონთან შესაბამისობაში
საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები,ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება;
ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
გარე ფინანსური აუდიტორებთან ურთიერთობა;
საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
დებიტორული და კრედიტორული ნაშთების კონტროლი;
ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი.
სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების დაანგარიშება, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
საბუღალტრო პროგრამის დანერგვაში მონაწილეობა, ტექნიკური დავალების შექმნა და ფუნქციონალის გადამოწმება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია დისტრიბუციის მიმართულებით)
ACCA-ს კურსები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
IFRS სტანდარტების ცოდნა სავალდებულოა.
Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel , Word)
1C-ის მაღალ დონეზე ცოდნა
საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
ორგანიზებული,შრომისმოყვარე,ენერგიული
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (ქართულ ენაზე) შემდეგ მისამართზე: financialms@yahoo.com გთხოვთ, თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ბუღალტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.