ვებ ადმინისტრატორი / დამსურათებელი
ლაიონ აუქციონი · მცხეთა
კომპანია "ლაიონ აუქციონი" აცხადებს ვაკანსიას: წეროვანში ვებ ადმინისტრატორი/დამსურათებელი.
სამუშაო ადგილი: მცხეთის რაიონი, სოფ. წეროვანი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ბელიაშვილის ქუჩიდან)
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი
გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი
ძირითადი მოვალეობები:
გარე ავტო მარკეტზე ავტომობილების ფოტო გადაღება (შიდა და გარე ხედები)ავტომობილის მონაცემების შეგროვება (მოდელი, წელი, გარბენი, vin კოდი)ფოტოების და მონაცემების ატვირთვა კომპანიის ვებსაიტზემონაცემთა რეგულარული განახლება - გაყიდული ან ახალი ავტომობილების სტატუსის შეცვლაავტომობილების დამატება სწორი მონაცემებითავტომობილებზე პერიოდული check - ცვლილებების განახლება (განბაჟება, ადგილმდებარეობა და ა.შ)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფოტოგრაფიის საბაზისო ცოდნაკომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);სასურველია საიტის მართვის მცირე გამოცდილებაავტომობილების მარკა მოდელების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;ინფორმაციის მიღების და დამუშავების უნარი;ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;გუნდურად მუშაობის უნარი.
შპს "ლაიონ აუქციონი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@liontrans.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.