← ყველა ვაკანსია

ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით / ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით

არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო · ქუთაისი

არჩილ ნიჟარაძის საადვოკატო ბიურო აცხადებს ვაკანსიებს სისხლის სამართლის მიმართულებით ადვოკატისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ადვოკატის პოზიციაზე, ქუთაისში. ადვოკატი სისხლის სამართლის მიმართულებით ძირითადი მოვალეობები: სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების სამართლებრივი ანალიზი, სტრატეგიის შემუშავება და პროცესების მართვა;კლიენტების წარმომადგენლობა სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა შესაბამის ინსტანციებში;იურიდიული დოკუმენტაციის (განცხადებები, საჩივრები, ხელშეკრულებები) მომზადება და რედაქტირება;კლიენტებისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა და მათი ინტერესების დაცვა ყველა ეტაპზე;მტკიცებულებების შეგროვება, ანალიზი და საქმისთვის საჭირო მასალების მომზადება;სასამართლო პროცესების მონიტორინგი და მიმდინარე კანონმდებლობის ცვლილებების მუდმივი შესწავლა;გუნდის წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და ცოდნის გაზიარება. სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი);ადვოკატის სტატუსიპრაქტიკული გამოცდილება სისხლის სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;სასამართლო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა და ანალიტიკური აზროვნება;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ადვოკატი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ძირითადი მოვალეობები: კლიენტების სამართლებრივი კონსულტირება და მათი ინტერესების წარმომადგენლობა;სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სარჩელების, შესაგებლების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და კლიენტების წარმომადგენლობა;საქმის მასალების შესწავლა, სამართლებრივი რისკების შეფასება და საქმის წარმოების სტრატეგიის შემუშავება;კლიენტებთან და შესაბამის უწყებებთან პროფესიული კომუნიკაცია. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ადვოკატის მოქმედი სტატუსი;სამოქალაქო სამართლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობისა და სამოქალაქო საპროცესო სამართლის ცოდნა;სამართლებრივი დოკუმენტების დამოუკიდებლად მომზადების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი საკონტაქტო არხის საშუალებით: ელფოსტა: archilnizharadze01@gmail.com ტელეფონი: +995591353335 განაცხადის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება

განაცხადის გაგზავნა →