მარკეტინგის მენეჯერი
გლობალ ბენეფიტს ჯორჯია · თბილისი
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ - ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.geმისამართი: 0108 თბილისი, რევაზ ლაღიძის ქ. №8სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის, წლიური სამოქმედო გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელების კოორდინაცია;360° მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და ეფექტიანობის შეფასება, ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;მარკეტინგული კომუნიკაციის კონცეფციების, კრეატიული ბრიფებისა და სარეკლამო მასალების შემუშავებისა და წარმოების პროცესის მართვა, ბრენდის სტანდარტების დაცვით;ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიის, ვებგვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მარკეტინგული აქტივობებისა და კონტენტის დაგეგმვა და კოორდინაცია;ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების ბაზარზე წარდგენის, პოპულარიზაციისა და პარტნიორული მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა და განხორციელება;ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, სამიზნე სეგმენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული ინიციატივების დაგეგმვა;მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობისა და ძირითადი KPI-ების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და პერიოდული ანგარიშების მომზადება;მარკეტინგული ბიუჯეტის შესრულების, პროექტების ვადებისა და ხარისხის კონტროლი, დაგეგმილი და ფაქტობრივი ხარჯების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების უზრუნველყოფა;სარეკლამო სააგენტოებთან, მედიასთან, ინფლუენსერებთან, მომსახურების მომწოდებლებსა და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა მარკეტინგული პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
რას ვითხოვთ: უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ინტეგრირებული კამპანიებისა და პროექტების მართვის მიმართულებით;ბრენდის მართვის, ციფრული მარკეტინგის, სოციალური მედიისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კარგი ცოდნა;ციფრული სარეკლამო პლატფორმებისა (Meta Ads, Google Ads) და ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვის, ხარჯების კონტროლისა და ანგარიშგების გამოცდილება;სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება, შემოქმედებითი მიდგომა, ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ისა და PowerPoint-ის) კარგი ცოდნა და ინგლისური ენა არანაკლებ B2 დონეზე.
კანდიდატის შერჩევის ეტაპები:საკვალიფიკაციო შესაბამისობის შეფასება;გასაუბრება და/ან პრაქტიკული დავალება;პერსონალური მონაცემების გადამოწმება;წინასახელშეკრულებო ეტაპი:შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე კანდიდატის მიერ შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:ნარკოლოგიური შემოწმების შედეგი;ცნობა ნასამართლეობის შესახებ.
რას გთავაზობთ:საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას;ულიმიტო სასაუბრო დროს;გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FclEbგისურვებთ წარმატებას!