← ყველა ვაკანსია

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

GDCC · თბილისი

Loreal, Zewa, Johnson & Johnson-ის და სხვა მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში GDCC LLC აცხადებს ვაკანსიას „ბრენდ მენეჯერის ასისტენტის“ პოზიციაზე თბილისში. ძირითადი მოვალეობები: ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და კონტროლი;პროდუქციის ნაშთების მართვა, რეგიონებში განაწილება;მარკეტინგული ბიუჯეტის მართვა და კონტროლი;პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან) ინტენსიური ურთიერთობა;კონკურენტების მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი;ყოველკვარტლურად გაყიდვების პრეზენტაციის მომზადება ხელმძღვანელობისთვის;გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა; ძირითადი მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: უმაღლესი განათლება, (განიხილება სტუდენტი);აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე;ენერგიული და კომუნიკაბელური;მოტივირებული მიზნების მიღწევაზე. სამუშაო პირობები: გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00-17:30 სთ;დასვენება - შაბათი, კვირა;ანაზღაურება: 1000-1200 ₾.ჯანრმთელობის დაზღვევა;მობილური ტელ. ულიმიტო სასაუბრო პაკეტი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე, hr@gdcc.com.ge საგანში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - „ბრენდ მენეჯერის ასისტენტი“. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: www.gdcc.ge

განაცხადის გაგზავნა →