ადმინისტრატორი
მასპინძელი · თბილისი
შპს „მასპინძელი“ წარმოადგენს „სპარის“ მეგობარ კომპანიას, რომელიც აერთიანებს ქსელურ მაღაზიებს. მისი გუნდი 200-მდე თანამშრომლისგან შედგება და წარმატებით ფუნქციონირებს ბაზარზე.
შპს. „მასპინძელი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადმინისტრატორი
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით 12 საათიანი სამუშაო ცვლა (1 საათი შესვენების დრო), 15 სამუშაო ცვლა თვეში;
ანაზღაურება: 900-1100 ლარი (თანამშრომლობის 6 თვის შემდეგ + 100 ლარი ბონუსი)
მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება თანამშრომელთა კვებაზე.
ძირითადი მოვალეობები:
დარბაზის, სალაროსა და მოლარე-კონსულტანტების კონტროლი/ყურადღების მიქცევა; პროდუქციის მითვლა; სავაჭრო დარბაზის პროდუქციით შევსება; პროდუქციის ვადების კონტროლი.
მოთხოვნები:
ორგანიზებულობა და დისციპლინა; გუნდურად მუშაობის უნარ-ჩვევები; მოქმედი საკანონდმებლო და ნორმატიული აქტების, კომპანიის შინაგანაწესის დაცვა;
დაინტერესებულ პირებს თქვენი CV-ის გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: m.javakhishvili@spar-georgia.com (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ადმინისტრატორი”) ან მარტივად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/BvGdLjC8t6pjdq6M8
გისურვებთ წარმატებას!