მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
სოლარ ავტო · თბილისი
სოლარ ავტო აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ ელექტრომობილების დამტენების ქსელის მზარდი კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, ტექნოლოგიების მოყვარულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებელთა შემომავალ ზარებზე პასუხი, კითხვებზე რეაგირება და კონსულტაციის გაწევა.მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციის ინსტალაციასა და გამოყენებაში დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა.საჭიროების შემთხვევაში, დამტენების ადგილზე შემოწმება და პირველადი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/გადაჭრა.რთული ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის ტექნიკურ/საინჟინრო გუნდთან გადამისამართება.ხშირად დასმული კითხვებისა და გავრცელებული პრობლემების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია ადგილზე გასვლებისთვის).სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარი (პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).ქართული ენის სრულყოფილად ფლობა ( ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი (Problem-solving).დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
პირობები:
ანაზღაურება; გამოცდილების მიხედვითსამუშაო გრაფიკი: პირველ ეტაპზე ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00შემდგომ შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით მუშაობა.ლოკაცია: თბილისი, ვ.ბატონიშვილის 19
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: sh.bekauri@solarauto.ge