ფილიალის მენეჯერი
ნიკორა ტრეიდი · თბილისი
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
25 წლიანი წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1500-2500 ლარს + ბონუსს5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენება, 09:00 – 18:00ჯანმრთელობის დაზღვევას 100%-იანი დაფინანსებითსაზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიან სამგზავრო ბარათს 100%-იანი დაფინანსებითანაზღაურებად სტაჟირებასტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობასდასაქმების მარტივ პროცედურასკარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას უმოკლეს დროშიმდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგისავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვაპროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვაპროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგისავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვასავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვასავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგისანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავაჭრო მიმართულებით, ფილიალის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/k3Xx1AVc