← ყველა ვაკანსია

ლოჯისტიკის მენეჯერი

ასპ გრუპი

ვაცხადებთ ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზესამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 18:30 საათები; ანაზღაურება: შეთანხმებით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:   საერთაშორისო გადამზიდავ კომპანიებთან, სატრანსპორტო აგენტებთან და ლოჯისტიკურ პარტნიორებთან კომუნიკაცია;საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო ან მულტიმოდალური გადაზიდვების ორგანიზება;გადაზიდვის ოპტიმალური მარშრუტისა და ტრანსპორტირების პირობების შერჩევა;ტვირთის ჩატვირთვის, გადაზიდვისა და დანიშნულების ადგილზე მიწოდების ვადების კონტროლი;გადამზიდავებთან სატარიფო პირობების, ვადებისა და მომსახურების პირობების შეთანხმება;საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებების შედარება და ხარჯების ოპტიმიზაცია;ტვირთის გადაადგილების სტატუსის მუდმივი მონიტორინგი;გადაზიდვის პროცესში წარმოშობილი შეფერხებებისა და პრობლემების დროული იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის კოორდინაცია;გადამზიდავების მიერ მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების კონტროლი;სატრანსპორტო და გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი მისი ლოჯისტიკური ნაწილის ფარგლებში;ტვირთის დაზიანების, დაკარგვის, დაგვიანებისა და სხვა ლოჯისტიკური რისკების მართვა;საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გადაზიდვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე;გადაზიდვების შესახებ მონაცემების, ხარჯებისა და ვადების ანალიზი;ხელმძღვანელობისთვის საერთაშორისო ლოჯისტიკის მიმართულებით ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება/წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია, მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლება; ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);MS Office-ის ცოდნა;  

განაცხადის გაგზავნა →