← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

ნატენ გრუპი · ბათუმი

შპს "ნატენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ბათუმში. კომპანიაში დასაქმებული ბუღალტრის ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ** ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით; ** ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა; ** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი; ** საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება; ** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით; ** სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის მიმართულებით; ** საბუღალტრო პროგრამა ORIS-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება; ** საგადასახადო კოდექსის ცოდნა; ** Ms Excel-ის ცოდნა; ** სასურველია იმპორტ-ექსპორტის საკითხებში მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენის ცოდნა; დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე nt@natengroup.ge

განაცხადის გაგზავნა →