გრილის მიმართულების მზარეული
გოჭმა ჭამა ვენახი
ქართული სწრაფი კვების კომპანია "გოჭმა ჭამა ვენახი" აცხადებს ვაკანსიას გრილის მიმართულების მზარეულის პოზიციაზე
ანაზღაურება: 1800 ლარი
გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ცვლები: დღის ცვლა: 09:00-21:00 სთ, ხოლო ღამის ცვლა: 14:30-03:00 სთ
გრაფიკი ითვალისწინებს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლებში მუშაობას. ღამის ცვლაში მუშაობის დროს ტრანსპორტირებას ანაზღაურებს კომპანია (თბილისის მასშტაბით)
გრილის მზარეულის ძირითადი მოვალეობებია:
** ხორცის მომზადება
** პროდუქტის წინასწარ დამუშავება: დაჭრა, დამარინადება და პორციებად განაწილება
** გრილის ტემპერატურისა და მომზადების დროის კონტროლი
** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტის დაცვა
** შეკვეთების დროულად და სწორად მომზადება
** სამუშაო ადგილის, გრილისა და ინვენტარის სისუფთავის დაცვა
** სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების დაცვა
** პროდუქტების მარაგის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში მარაგის
** შევსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სამზარეულოს გუნდთან კოორდინაცია დატვირთულ საათებში
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 555 40 22 55
ადგილმდებარეობა: საბურთალო, ჭაბუკიანის ქ. 2 (ე.წ შაურმების ქუჩა)