← ყველა ვაკანსია

მიმღების თანამშრომელი

Holiday Inn Express Tbilisi Avlabari

სასტუმრო "Holiday Inn Express Tbilisi Avlabari" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს. ფუნქციები და მოვალეობები: ** დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება; ** ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი; ** სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; ** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ; ** მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; ** სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება; ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; ** IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები: ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა; ** დროის სწორად გადანაწილების უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ გარემოს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს; ** გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით); ** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com

განაცხადის გაგზავნა →