← ყველა ვაკანსია

მორიგე ექიმი-ლაბორანტი

კლინიკა ჰელსიკორი

შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში. გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** კვალიფიციური ლაბორატორიული მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით; ** ლაბორატორიული მანიპულაციების შესრულება; ** ლაბორატორიული დოკუმენტაციის შესრულება; ** კლინიკის შიდა ლაბორატორიულ განათლებაში მონაწილეობის მიღება; ** შიდა სტანდარტების შესრულება. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** კომუნიკაბელურობა. სამუშაო განრიგი: მორიგე — ორ დღეში ერთხელ 16-საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24-საათიანი მორიგეობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.

განაცხადის გაგზავნა →