მოლარე-კონსულტანტი
სისიემეი გრუპი
CCMA GROUP აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
ლოკაცია: დ.აღმაშენებლის ხეივანი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
** სალაროსთან მუშაობა;
** დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია).
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@ccma-group.com და სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "CCMA GROUP" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!