← ყველა ვაკანსია

ქოლცენტრის ოპერატორი

ITA

შპს "იტა" წარმოადგენს იბერია ბიზნეს ჯგუფში შემავალ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2003 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ავტონაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და რეალიზაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: ** https://www.ita.com.ge ** კომპანიის Facebook გვერდი კომპანია "იტა" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე. სამუშაო განრიგი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავეტიკ ისააკიანის ჩიხი №2 ძირითადი მოვალეობები: ** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და მომხმარებელთა კონსულტაცია; ** სოციალურ მედიაში შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა; ** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება და გაყიდვების ხელშეწყობა; ** მომხმარებელთა მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** ავტოინდუსტრიის მიმართ ინტერესი. ძირითადი უნარ-ჩვევები: ** კომუნიკაბელურობა; ** სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** გამართული მეტყველება; ** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პროდუქციის ეფექტურად წარდგენისა და პრეზენტაციის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა. კანდიდატთა შერჩევა: კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს: ** გასაუბრება; ** სტაჟირების პროგრამა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: m.chinchaladze@ibg.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ: "ქოლცენტრის ოპერატორის სტაჟირება". განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19.11.2026 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "იტა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

განაცხადის გაგზავნა →