← ყველა ვაკანსია

უმცროსი ბუღალტერი

ibis Tbilisi Airport

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც იქნება ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წევრი. შესასრულებელი მოვალეობები: ** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/დაარქივება; ** შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა; ** ანგარიშ-ფაქტურების გაწერა კორპორატიული კლიენტებისთვის; ** შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების რეპორტების წარმოება; ** საბანკო გადარიცხვების წარმოება; ** ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინინუმ 1 წლიანი გამოცდილება (Hospitality სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება; ** ჩამოთვლილ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად: Opera, Simphony, Materials Control. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:30); ** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, აეროპორტი; ** ხელფასი: 1800 ლარი NET გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში; 2300 ლარი NET გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ; ** გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე. რას გთავაზობთ ჩვენ? ** შესაძლებლობას იმუშაო თანამედროვე სტანდარტების მქონე, დინამიკურ ორგანიზაციაში; ** კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას; ** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას; ** ტრანსპორტირებას. თუ ფლობ მაღალი პასუხისმგებლობის უნარს, გამართული კომუნიკაციისა და გაქვს ფინანსურ-ბუღალტრული ოპერაციების მართვის გამოცდილება - მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა! გამოაგზავნე CV Levan.KHIDESHELI@accor.com Tsira.GORGADZE@accor.com ელ ფოსტის მისამართებზე და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!

განაცხადის გაგზავნა →