← ყველა ვაკანსია

B2B გაყიდვების მენეჯერი

იზი

"იზი • easy" - ქართული საყოფაცხოვრებო პროდუქტების ქართული ბრენდია, რომელიც 2019 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების შენახვის, გაყინვისა და ორგანიზების მარტივ გადაწყვეტილებებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: easy.com.ge. ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს HoReCa მიმართულებას და "იზის" პროდუქტებს შესთავაზებს სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ქეითერინგის კომპანიებსა და სხვა კვების ობიექტებს. ძირითადი მოვალეობები: ** პოტენციური კლიენტების მოძიება, დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება; ** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება თბილისში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეგიონებში; ** "იზის" პროდუქციის პრეზენტაცია, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება; ** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება; ** არსებულ პარტნიორებთან განმეორებით შეკვეთებსა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა; ** შეკვეთების მიღება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდთან; ** შეთანხმებული გაყიდვების გეგმის შესრულება; ** კლიენტების ბაზის წარმოება და გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება; ** ბაზრის, კონკურენტებისა და კლიენტების მოთხოვნების შესწავლა. კვალიფიკაცია და აუცილებელი უნარები: ** უმაღლესი განათლება; ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ** მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პრეზენტაციის უნარი; ** ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება. უპირატესობად ჩაითვლება: ** HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება და არსებული საქმიანი კონტაქტები; ** საყოფაცხოვრებო, ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** დისტანციურ სამუშაოს, კლიენტებთან ადგილზე შეხვედრებით; ** მოქნილ სამუშაო გრაფიკს; ** ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სატელეფონო ლიმიტს; ** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ "იზის" ახალი გაყიდვების მიმართულების განვითარებაში. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV მისამართზე info@easy.com.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: B2B კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 12 ნოემბერი. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →