← ყველა ვაკანსია

დაცვის თანამშრომელი

ჰოტელს მენეჯმენტ გრუპი · ბაკურიანი

"Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ბაკურიანი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, დიდველის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სასტუმროს კომპლექსის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი და მონიტორინგი; ** სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და დადგენილი წესრიგის დაცვაზე დაკვირვება; ** სათვალთვალო კამერების მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დროული გამოვლენა; ** სასტუმროს სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში მონაწილეობა; ** უსაფრთხოების შესაძლო რისკების, ინციდენტებისა და დარღვევების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება; ** უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დაკვირვებულობა; ** ყურადღების კონცენტრირებისა და დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** მოულოდნელ სიტუაციებში მშვიდად მოქმედებისა და შესაბამისი რეაგირების უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სასტუმრო უზრუნველყოფს: ** საცხოვრებელს; ** კვებას; ** თანამშრომლების ტრანსპორტირებას სასტუმრომდე და უკან. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hrm@hotelcrystal.ge ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: "დაცვის თანამშრომელი". გმადლობთ ჩვენი სასტუმროთი დაინტერესებისთვის. "Hotels Management Group (HMG) - Crystal Hotel & Spa Bakuriani" შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ "ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

განაცხადის გაგზავნა →