← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფინანსური რესურსების მართვისა და ბუღალტრული აღრიცხვის სამმართველოს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი — ბუღალტერი. თანამდებობრივი სარგო: 3200 ლარი (დარიცხული) ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე ფუნქციები: ** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში ფინანსური და სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი საბუღალტრო ჩანაწერების წარმოება; ** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება, დამუშავება, სისტემატიზაცია და საბუღალტრო პროგრამაში ასახვა; ** შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება, დარიცხვების, დაკავებებისა და შესაბამისი ვალდებულებების სისწორის კონტროლი; ** სახელფასო უწყისების მომზადება და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი საგადახდო ოპერაციების/გადარიცხვების განხორციელება; ** საბუღალტრო პროგრამასა და სახელმწიფო ხაზინის ელექტრონულ სისტემაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლი და ურთიერთშედარება; ** პერიოდული საბუღალტრო და ფინანსური ინფორმაციის, ცნობების, ანგარიშებისა და სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ** სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, სისტემატიზაცია და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება — ეკონომიკური/ბიზნესადმინისტრირება/ფინანსები/საბანკო საქმე/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობები); ** საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საფინანსო ან/და საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; ** საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერია 7"-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში მუშაობის გამოცდილება; ** შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; ** "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანება; ** "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N424 ბრძანება; უნარები და კომპეტენციები: ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ოპერატიული მართვის სტილი; ** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** შედეგზე ორიენტირებულობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Sesa_administration@moh.gov.ge და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →