← ყველა ვაკანსია

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

ინტელკომ ჯგუფი

"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/ ძირითადი მოვალეობები: ** შოურუმში მოსული მომხმარებლების მომსახურება; ** შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების დამუშავება; ** შეკვეთების მიღება და სისტემაში დამუშავება, მიწოდების ორგანიზება და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი. ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და თავაზიანი კომუნიკაციის კულტურა; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი; ** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. დამატებით უპირატესობად ჩაითვლება: ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამებთან და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება. ანაზღაურება და ბენეფიტები: ** კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; ** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით; ** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით); ** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში. გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი". გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, მისი თანხმობისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეინახოს კომპანიამ განაცხადის განხილვის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, მომავალში შესაბამის ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.

განაცხადის გაგზავნა →