ინვენტარიზატორი
მარშე
კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.
კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზატორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 საათამდე.
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოში არსებული ნედლეულის, დამხმარე და შესაფუთი მასალების, მზა პროდუქციისა და სხვა მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;
** საწარმოო ინვენტარის, ხელსაწყოების, აღჭურვილობისა და ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება და განახლება;
** ინვენტარისა და მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივი ნაშთების პერიოდული შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან შედარება;
** ინვენტარისა და მასალების მიღების, გაცემის, გადაადგილებისა და პასუხისმგებელ პირებზე გადაცემის აღრიცხვა და კონტროლი;
** გეგმური და პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების დოკუმენტირება და ანგარიშგება;
** ფაქტობრივ და სააღრიცხვო მონაცემებს შორის სხვაობების, დანაკლისისა და დაზიანებული ან გამოუსადეგარი ინვენტარის გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ნედლეულის, მასალებისა და ინვენტარის ნაშთების მონიტორინგი და შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!