← ყველა ვაკანსია

წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორი

მარშე

კომპანია "მარშე" 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული. კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას წარმოების აღმრიცხველ-ოპერატორის პოზიციაზე: პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5). სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით, 10:00 - 18:00 მდე. ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** საქონლის მოძრაობისა და რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; ** პირველადი დოკუმენტაციის, საქართველოს კანონმდებლობისა და ფინანსური დეპარტამენტის მიერ დადგენილი აღრიცხვიანობის მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი. საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (სასურველია პროგრამა "APEX"-ში მუშობის ცოდნა); ** სასაქონლო ოპერაციების ცოდნა; ** ორგანიზებულობა და დისციპლინა; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი. თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ: ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** გუნდურ სამუშაო გარემოს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →