პარკინგის თანამშრომელი
ნიუ ჰოსპიტალსი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას პარკინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტომობილების სწორად, განსაზღვრულ ადგილებში განთავსების მონიტორინგი;
** პარკინგის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დარღვევის პრევენცია დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** საგანგებო სიტუაციებზე დროული და შესაბამისი რეაგირება;
** შიდა წესებისა და პროცედურების დაცვა.
პიროვნული თვისებები:
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** სწრაფი და ეფექტური მოქმედების უნარი;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 21.11.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.