← ყველა ვაკანსია

შინაგანი მედიცინის სპეციალისტი

ნიუ ჰოსპიტალსი

მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას შინაგანი მედიცინის სპეციალისტის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს. სამუშაო გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში; ** მუშაობის გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: ** პაციენტების დიაგნოსტირება და მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული სტანდარტების მიხედვით; ** სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** საერთაშორისო გაიდლაინების ცოდნა; ** სამედიცინო დოკუმენტაციის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით. პიროვნული თვისებები: ** გულისხმიერება; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა, აკურატულობა; ** დროის მართვის უნარი; ** საკუთარ თავზე მუშაობისა და ცოდნის გაღრმავების სურვილი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 21.11.2026-მდე ელ.მისამართზე: vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

განაცხადის გაგზავნა →