← ყველა ვაკანსია

ბუღალტერ-ოპერატორი

Tax and Customs Consulting

აუდიტორულ კომპანიას შპს "თაქს ენდ ქასთომს ქონსალტინგ" (Tax & Customs Consulting) ესაჭიროება ბუღალტერ-ოპერატორი სამუშაოს გამოცდილებით. აუცილებელი პირობები: შემოსავლების ვებ გვერდზე და პროგრამა "ორისში" მუშაობის გამოცდილება. სასურველი პირობა: ინგლისური ენის ცოდნა. სამუშაოს აღწერა: სრულ განაკვეთზე მუშაობა ოფისში (თბილისი, მიცკევიჩის ქ. 29ა). პოზიცია გულისხმობს ყოველდღიური ბუღალტრული ჩანაწერების დამუშავებას, აღრიცხვის ჟურნალების წარმოებას და საბანკო, კლიენტებისა და მომწოდებლების ანგარიშების შეჯერებას. მოვალეობებში შედის: ** საბანკო ტრანზაქციების შეტანა ORIS 7-ის პროგრამაში; ** rs.ge-დან მონაცემების (კერძოდ, ზედდებულების, ინვოისებისა და სპეციალური ინვოისების) იმპორტი ბუღალტრულ პროგრამაში; ** საგადასახადო და საბაჟო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული დახმარება; ასევე, თვისა და წლის დახურვის პროცესებში მონაწილეობა. სავარაუდო ხელფასი სრულ განაკვეთზე 1000-1500 ლარი. საკონტაქტო ელ.ფოსტა: vachegeguchadze@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →