ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი
რედ ბული
"რედ ბული" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ბრენდ მარკეტინგის მენეჯერი (BMM) ხელმძღვანელობს მარკეტინგულ აქტივობებს, რომელთა მიზანია ბრენდის ცნობადობის (top-of-mind awareness), ბრენდისადმი სიყვარულის, აქტუალურობისა და მოხმარების ზრდა, რაც საბოლოოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და ბრენდისადმი ერთგულების გაძლიერებას უწყობს ხელს. BMM-ები განასახიერებენ ჩვენს პირობას, "გლობალურ ბრენდს ადგილობრივი სახე მივცეთ": ქმნიან, გეგმავენ და ახორციელებენ ინოვაციურ ადგილობრივ ბრენდ-კამპანიებს და ზრუნავენ, რომ ბრენდი ყველგან თანმიმდევრულად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. მარკეტინგის გუნდის ერთ-ერთი ძირითადი წევრის რანგში, თქვენ ჩაუდგებით სათავეში მომხმარებელზე ორიენტირებული ადგილობრივი მარკეტინგული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც მარკეტინგული მიქსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით ბრენდს სიცოცხლეს შთაბერავს.
პასუხისმგებლობები, რომელსაც მოგანდობთ:
მომხმარებლის ინსაიტები:
** კარგად გაიცანით მომხმარებელი და გახდით მისი ხმა ბრენდში: ადგილობრივი ინსაიტების, დემოგრაფიისა და ფსიქოგრაფიის ცოდნით მოახდინეთ გავლენა ბრენდის მარკეტინგულ სტრატეგიასა და მის განხორციელებაზე.
** შექმენით ინკლუზიური და კულტურულად რელევანტური მარკეტინგული კომუნიკაციები და გამოცდილებები, რომლებიც ავთენტურად ასახავს ადგილობრივ თემებსა და მათ მრავალფეროვნებას.
** მუდმივად გამოავლინეთ მომხმარებელთა განვითარებადი ტრენდები და შესაძლებლობები, რათა Red Bull-ის მარკეტინგმა მომხმარებლები ახალი და საინტერესო გზებით ჩართოს აქტივაციებში.
ბრენდ მარკეტინგი:
** დაიცავით ბრენდის ღირებულება (brand equity) და დარწმუნდით, რომ ადგილობრივი ბრენდ-აქტივობები (ბრენდი, სპორტი, კულტურის პროექტები) გლობალურ სტრატეგიასა და სტანდარტებს შეესაბამება; ადგილობრივ გუნდებს გაუწიეთ უკუკავშირი და ქოუჩინგი.
** შეიმუშავეთ და განახორციელეთ ინოვაციური, ინსაიტებზე დაფუძნებული 360° ადგილობრივი მარკეტინგული კამპანიები და მომხმარებელთა აქტივაციის გეგმები, რომლებიც ზრდის პროდუქტზე მოთხოვნას და ცნობადობას, აძლიერებს ბრენდის ღირებულებას, ჩართულობასა და აქტუალურობას და ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
** იქნებით პასუხისმგებელი კრეატიული მასალების შემუშავებაზე, ბრიფების წერასა და დამტკიცების პროცესზე იმ გამორჩეული მასალებისთვის, რომლებსაც მომხმარებელი ნახავს მაღაზიებში, ონლაინ სივრცეში და ფილდზე.
** უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და შექმენით ისეთი ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც "საუკეთესო კლასის" (best-in-class) შესრულებას უზრუნველყოფს.
ინიციატივები და გაყიდვების მხარდაჭერა:
** ჩაუდექით სათავეში პროდუქტის ყველა ლონჩს და შეიმუშავეთ ფუნქციათაშორისი გეგმები ქვეყნის მასშტაბით.
** დარწმუნდით, რომ ვიზუალური იდენტობა (look & feel) შესაძლებლობისას ადგილობრივ მარკეტინგულ მასალებს ეყრდნობა და ამავე დროს ადგილობრივ/გლობალურ კრეატიულ სტანდარტებს შეესაბამება.
** გამოიყენეთ ადგილობრივი პროგრამები საცალო ქსელებში გაყიდვების გასაზრდელად.
** უზრუნველყავით, რომ პროდუქტის სტრატეგია სწორად აისახოს ადგილობრივ ღონისძიებებზე: ღონისძიებებზე პროდუქტის განთავსების სქემები (planogram) შეათანხმეთ ინიციატივების გუნდთან და გეგმის სწორად შესასრულებლად ივენთ მენეჯერებთან იმუშავეთ.
** გამოავლინეთ ადგილობრივი ნიუანსები, რომლებიც მარკეტინგის გუნდმა გაყიდვის წერტილის მასალების (POS) შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოს.
** უზრუნველყავით POS სტრატეგიის სწორი შესრულება: ხელმძღვანელობდეთ ბაზრის ადგილობრივ ვიზიტებს, რეალურ დროში გაუზიარეთ უკუკავშირი დისტრიბუციის გუნდებს/ ითანამშრომლეთ გაყიდვების გუნდთან, რათა მათ ჰქონდეთ სათანადო მასალები და ინსტრუმენტები გაყიდვის წერტილში კომუნიკაციისთვის.
** შეიმუშავეთ მოხმარების ოქეიჟენების სტრატეგიები, რაც უზრუნველყოფს სტრატეგიის თანმიმდევრულობას, საუკეთესო შესრულებას და ბრენდისა და მოხმარების მდგრად ზრდას.
** ითანამშრომლეთ Sports, Culture და Media Network გუნდებთან ბრენდ-ინიციატივების შედეგების გასაუმჯობესებლად.
** შეიტანეთ წვლილი ბრენდ მარკეტინგის საუკეთესო პრაქტიკების ჩამოყალიბებაში: განსაზღვრეთ მკაფიო KPI-ები, სისტემატურად აკონტროლეთ შედეგები და კამპანიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში გაუზიარეთ მიღებული გაკვეთილები.
** ჩაუდექით სათავეში კამპანიების ადგილობრივად რელევანტურ სტრატეგიებად და შესრულების გეგმებად გარდაქმნას.
რეკლამა და კრეატივი:
** გაუზიარეთ სარეკლამო გუნდს ადგილობრივი ინსაიტები, რათა დაგეგმოს და განახორციელოს სარეკლამო გეგმები.
** გაუწიეთ კონსულტაცია მედია გეგმებსა და კრეატივებზე, რათა მედია მიქსი და კრეატივები ადგილობრივ მომხმარებელს მოერგოს.
** შეიმუშავეთ მკაფიო კრეატიული ბრიფები, რათა სააგენტოებმა მსოფლიო დონის კრეატიული პროდუქტი შექმნან.
ბიუჯეტის მართვა, ანგარიშგება და ბრენდის სტანდარტები:
** უზრუნველყავით სტრატეგიის თანმიმდევრულობა კამპანიის ყველა ელემენტში და "საუკეთესო კლასის" შესრულება.
** განსაზღვრეთ ყველა კამპანიისთვის შესაბამისი და გაზომვადი მარკეტინგული მიზნები.
** გულდასმით მართეთ ბრენდ მარკეტინგის ბიუჯეტები ქვეყნის მასშტაბით.
** მუდმივად დააკვირდით კონკურენტების მარკეტინგულ აქტივაციებს და გაუზიარეთ ისინი გლობალური ბრენდ გუნდს.
გამოცდილება:
ცოდნისა და გამოცდილების სფეროები, რომლებიც ამ როლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
** ბრენდ მარკეტინგის 4+ წლიანი გამოცდილება.
** მყარი გამოცდილება მომხმარებლის მარკეტინგსა და საცალო აქტივაციაში, სასურველია FMCG გარემოში.
** ციფრული და სოციალური მედიის პრაქტიკული ცოდნა.
** ადგილობრივ ბაზრებზე სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება.
** ბიუჯეტების მართვისა და ტრადიციული თუ არატრადიციული ბრენდ მარკეტინგის სტრატეგიებთან მუშაობის გამოცდილება.
** პროექტების მართვის გამოცდილება იდეიდან განხორციელებამდე.
** წარმატებული მუშაობა თანამშრომლობით და კრეატიულ გარემოში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე/CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: Ketevan.Sidamonidze@redbull.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.