← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერი

დაზღვევის საერთაშორისო კომპანია - ირაო · თბილისი

„ირაო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. „ირაო“ ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია. ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს. სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, ბოჭორიშვილის ქ. 88/15გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 09:30–18:30 სთანაზღაურება: ფიქსირებული 1,000 ლარი (ხელზე ასაღები) და ყოველთვიური ბონუსი ძირითადი მოვალეობებია: საცალო და კორპორაციული კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;კლიენტის საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;გაყიდვის სრული ციკლის მართვა, პირველი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;გაყიდვების დადგენილი მიზნების შესრულება. თქვენგან ველით: დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარს;პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;მიზანდასახულობასა და შედეგზე ორიენტირებულობას;სადაზღვევო სფეროთი დაინტერესებას;გაყიდვების სფეროში ან კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას (სასურველია საბანკო, საფინანსო ან სადაზღვევო სექტორში მუშაობის გამოცდილება). ჩვენ გთავაზობთ: პროფესიულ ტრენინგებს;კარიერული ზრდის შესაძლებლობას;სამოტივაციო გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებს;მუშაობას საერთაშორისო ჯგუფის წევრ, სტაბილურ კომპანიაში. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. ირაო გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →