← ყველა ვაკანსია

შესყიდვების უმცროსი სპეციალისტი

Midea · თბილისი

"Midea" გახლავთ გაგრილების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, რომელიც ორიენტირებულია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებასა და გარემოს ზრუნვაზე. შპს ,,ემტექნიკსი” - ბრენდი „"Midea"-ს საყოფაცხოვრებო კონდიცირებისა და ტექნიკის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „შესყიდვების უმცროსი სპეციალისტის“ პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;შესყიდვის პროცესის დაწყებამდე და შემდეგ საქონლის და მომსახურების ტექნიკური მახასიათებლების განსაზღვრა და თარგმნა ინგლისურიდან ქართულად;პროდუქციის ნაშთის კონტროლი საწყობებში და მათი დროული გადაადგილება;უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამუშაო პროცესთან დაკავშირებული, მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა;უშუალო ხელმძღვანელთან სხვადასხვა რეპორტების წარმოება;ბაზრის კვლევა; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office )ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენაც. პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა;თავაზიანობა;პასუხისმგებლობის გრძნობა;დისციპლინირებულობა;გუნდური მუშაობის უნარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: https://midea.selfrecruit.ge/s/Fs63

განაცხადის გაგზავნა →