← ყველა ვაკანსია

მიმღების თანამშრომელი

Holiday Inn Express Tbilisi Avlabari · თბილისი

სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს ფუნქციები და მოვალეობები: დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება;ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი;სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება;შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი;სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება;სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ;მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება;სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება;სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები: ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;დროის სწორად გადანაწილების უნარი;დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: მეგობრულ გარემოს;კარიერული განვითარების შესაძლებლობას;საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;ჯანმრთელობის დაზღვევას;კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);კონკურენტუნარიან ანაზღაურებას დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com

განაცხადის გაგზავნა →