დღის ექთანი / პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ჟორდანიას კლინიკა · თბილისი
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტის დღის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-17:00 (შაბათი და კვირა - დასვენება)
განყოფილება: პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტი
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი (სამედიცინო ბარათები, დანიშნულების ფურცლები და ა.შ.)ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე;პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/O3AmmQib
გისურვებთ წარმატებას!