← ყველა ვაკანსია

ლაბორანტი

პანექსი · რუსთავი

სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან აწარმოებს პოლიურეთანის სენდვიჩპანელებს და საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოების სფეროში ლიდერის პოზიციას იკავებს.კომპანია მუდმივად ვითარდება, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აფართოებს საწარმოო შესაძლებლობებს და ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას.ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი და მოტივირებული გუნდია. ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და ხელს ვუწყობთ თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას.შემოუერთდი „პანექსის“ გუნდს და გახდი თანამედროვე ინდუსტრიული წარმოების განვითარების ნაწილი! კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას ლაბორანტის პოზიციაზე ქ. რუსთავში და იწვევს კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ქიმიის მიმართულებით (სასურველია) ან შესაბამისი პროფესიული განათლება;სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; სასურველი სპეციალიზაცია:პლასტმასების გადამუშავება;მაღალმოლეკულური ნაერთების ქიმია და ტექნოლოგია;საღებავებისა და საფარი მასალების ტექნოლოგია;ტექნიკური ინგლისური/რუსული ენების ცოდნა (მინიმუმ ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვის უნარი);ფიზიკურ-მექანიკური კვლევების ჩატარების უნარი შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით (სასურველია);ძირითადი ქიმიური ანალიზების ჩატარების უნარი (მჟავა-ტუტოვანი ტიტრაცია, წყლის შემცველობის განსაზღვრა კარლ ფიშერის მეთოდით);პიკნომეტრებთან, კაპილარულ და როტაციულ ვისკოზიმეტრებთან მუშაობის უნარი;MS Office-ის კარგი ცოდნა;ინსტრუქციების, ანგარიშებისა და ლაბორატორიული ჟურნალების წარმოების, ხარისხის კონტროლის მონაცემების აღრიცხვის უნარი;მეტროლოგიის საფუძვლების ცოდნა (უპირატესობა). პიროვნული უნარ-ჩვევები:დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა. დამატებითი ინფორმაციასამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბილისი წითელი ხიდის მე-17 კმ;სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 09:00–18:00,ანაზღაურება - 1800 ლარი (ხელზე ასაღები);კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობა;თანამედროვე საწარმოო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tZopLUPd შემოუერთდით „პანექსის“ გუნდს და გახდით ქართული წარმოების განვითარების ნაწილი! მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →