← ყველა ვაკანსია

ბუღალტერი

სელფი მობაილი · თბილისი

სელფი მობაილი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის აღწერა ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად. ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით. ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია: „ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან" სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში. სამუშაოს აღწერა სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ბუღალტრის როლზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სელფი მობაილის სათავო ოფისი. ძირითადი მოვალეობები: კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაციასაბუღალტრო გატარებების წარმოება IFRS სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისადERP სისტემაში ანალიტიკური მუხლების კონტროლი, თვის დახურვის პროცესში რეგლამენტის შესაბამის პროცედურებში მონაწილეობასაგადასახადო პორტალთან RS.GE მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღებახელშეკრულებებზე მუშაობა ფინანსური და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისადრეპორტების მომზადება კომპანიის შიდა მოთხოვნების შესაბამისადკრედიტორებთან რეგულარული კომუნიკაცია მონაცემების შესადარებლად თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს: უმაღლესი განათლება ფინანსების ან/და ბუღალტერიის მიმართულებითმინიმუმ სამწლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზესაგადასახადო კოდექსის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნაMs Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნაინგლისური ენის ცოდნაგუნდური პრინციპით მუშაობის უნარიპასუხისმგებლიანობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობაანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2026 დამატებითი ინფორმაცია რატომ სელფი ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით. ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის. ჩვენ ვაფასებთ: პასუხისმგებლობას (Ownership)საქმის ხახრისხიან შესრულებასპროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს. სელფი მობაილში შეგიძლია: დასახო ამბიციური მიზნებითამამად გამოხატო შენი აზრიჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალიისწავლო და ასწავლო სხვებს. ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს: ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვაპასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნაკეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულიაგუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე https://smrtr.io/CsdfG

განაცხადის გაგზავნა →