← ყველა ვაკანსია

HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

Mit Hotel Tbilisi · თბილისი

Mit Hotel Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: HR მენეჯერი / ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი ლოკაცია: თბილისი, ძველი თბილისი სფერო: სასტუმრო ბიზნესი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი თანამედროვე და განვითარებადი სასტუმრო ეძებს პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ HR მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალის მართვას, თანამშრომლების შერჩევასა და სასტუმროს გუნდური მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. ძირითადი მოვალეობები: ვაკანსიების განთავსება და კანდიდატების მოძიება;გასაუბრებების დაგეგმვა და კანდიდატების შერჩევა;ახალი თანამშრომლების მიღებისა და ადაპტაციის პროცესის მართვა;თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება;სამუშაო გრაფიკებისა და დასწრების კონტროლის კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან;თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების ადმინისტრირება;პერსონალთან დაკავშირებული საკითხების დროული მოგვარება;პოზიტიური სამუშაო გარემოსა და გუნდური კულტურის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: HR მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;უმაღლესი განათლება სასურველია ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;ეფექტური კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;სასტუმროს სფეროში გამოცდილება სასურველია. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად სასტუმროში;პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მითითებით — „HR მენეჯერი“. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: mit.tbilisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 105 194

განაცხადის გაგზავნა →