← ყველა ვაკანსია

გაყიდვების კონსულტანტი-ალდო-სითი მოლი-სრული განაკვეთი

AFG Retail Georgia (Cenomi) · თბილისი

AFG რითეილ ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი (ალდო - სითი მოლი, სრული განაკვეთი), AFG Retail Georgia AFG International Company-ის ნაწილია, რომელიც ადრე Cenomi Retail-ის სახელით ოპერირებდა ბაზარზე. კომპანია საქართველოში საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია და მოდის, სილამაზის, ცხოვრების სტილისა და სხვა მიმართულებებით მომხმარებლებს მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანს სთავაზობს. კომპანიის პორტფელში შედის ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა Zara, Mango, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol და KIKO Milano. დღესდღეობით კომპანია თბილისისა და ბათუმის მასშტაბით 60-მდე მაღაზიას აერთიანებს. AFG Retail-ის გლობალური ქსელი 8 ბაზარზე 700-ზე მეტ მაღაზიას მოიცავს და 38 საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. 7 500-ზე მეტი თანამშრომლის დახმარებით, კომპანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებულ, მრავალარხიან სავაჭრო გამოცდილებას სთავაზობს, როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ისე ციფრული არხების მეშვეობით. სამუშაო პირობებისრული განაკვეთი:სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი ( 2 დღე დასვენება)ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1 000 ლარი + 200 ლარამდე ბონუსი. განსახორციელებელი საქმიანობა:მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლაკომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფაპროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღებამაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი ჩვენ გთავაზობთ:სასიამოვნო სამუშაო გარემოს;მოქნილ სამუშაო გრაფიკს;წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას;ჯანმრთელობის დაზღვევას (ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში);სხვადასხვა შიდა აქტივობებს: შიდა კლუბები: ფეხბურთი, პადელი და სხვა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/ZVBNerTd

განაცხადის გაგზავნა →