← ყველა ვაკანსია

საბითუმო გაყიდვების მენეჯერი

Match Up Consulting

თუ ხარ დეტალებზე ორიენტირებული საბითუმო გაყიდვების მენეჯერი, რომელსაც აქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცის ქართული და რუსული ენები, გამართულად მუშაობს საოფისე პროგრამებში — სწორედ შენ გეძებთ! "Match Up Consulting"—ი პარტნიორი ლოჯისტიკური კომპანიისთვის ეძებს საბითუმო გაყიდვების მენეჯერს! ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: ფიქსირებული: 1200 ლარი ხელზე ასაღები ** ბონუსი: 1500 + ლარი (საშუალოდ გენერირებული) ** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო; ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 სთ შესვენება); ** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; ** შვებულება — 24 სამუშაო დღე; კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე დღეებში — დასვენება. შენი ძირითადი ფუნქციები იქნება: ** ამერიკის შეერთებული შტატებიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის მომსახურების გაყიდვა; ** მიზნობრივი/პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა; მომხმარებლების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით, კომპანიის სერვისების შეთავაზება და გაყიდვების სრული ციკლის კონტროლი; ** მომხმარებლების ბაზის გაფართოება; შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება; ** კომპანიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების გათვალისწინებით, პერსონალური სამუშაო გეგმის შედგენა და ყოველდღიური აქტივობის განხორციელება; ** გეგმიური ანგარიშის წარმოება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან; ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება. აუცილებელია, რომ: ** გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; ** გქონდეს მართვის მოწმობა (B კატეგორია); ** იცოდე ქართული და რუსული ენები კარგად; ** გქონდეს კომპიუტერული უნარები (Microsoft Office/Outlook, Google Suit). შერჩევის ეტაპები: ** რეკრუტერთან გასაუბრება; ** ტესტირება; ** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან. თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: info@matchup.ge; დანიშნულებაში მიუთითეთ ``საბითუმო გაყიდვების მენეჯერი``

განაცხადის გაგზავნა →