← ყველა ვაკანსია

გერმანულენოვანი გიდი

Travelogia

შემომყვანი ტურისტული კომპანია Travelogia - "თრეველოგია" ეძებს გერმანულენოვან გიდებს. გთავაზობთ გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას 2027-2028 წლების ტურისტული სეზონისთვის. მოხარული ვიქნებით ვითანამშრომლოთ როგორც გამოცდილ გიდებთან, ისე დამწყებ კანდიდატებთან და პირებთან, რომლებსაც გიდობის სფეროში განვითარება სურთ. ძირითადი მოვალეობები: ** გერმანულენოვანი ტურისტული ჯგუფების გიდობა საქართველოში; ** ტურის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობებისა და ვიზიტების ორგანიზებულად წარმართვა; ** ტურისტებისთვის საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1); ** პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** გრძელვადიან თანამშრომლობას 2027-2028 წლების სეზონზე; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** გამოცდილების არმქონე კანდიდატებისთვის, წინასწარი შეთანხმებისა და შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს გიდის პროფესიული კურსის გავლას. ** ანაზღაურება განისაზღვრება შეთანხმებით, გამოცდილებასა და საბაზრო ფასზე დაყრდნობით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლედ გაგვიზიაროთ თქვენი მოტივაცია აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესების შესახებ, ელფოსტაზე: operations@travelogia.ge

განაცხადის გაგზავნა →