← ყველა ვაკანსია

პრისეილერი

Zgg Alco

სადისტრიბუციო კომპანია "ZGG ALCO" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში. კომპანია წარმოადგენს ალკოჰოლური სასმელების ბრენდებს — Mendeleev Vodka, Zernoff Vodka და Petrovskaia Vodka — და აქტიურად ფართოვდება საქართველოს ბაზარზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი ** სამუშაო საათები: 10:00-18:00 ** აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ პრისეილერს რეალურად შეუძლია თვეში 3000 ლარიდან 5000 ლარამდე და მეტის გამომუშავება ** კომპანია მუშაობს საკუთარი თანამედროვე აპლიკაციით, რომელიც ამარტივებს შეკვეთების, ობიექტებისა და სამუშაო პროცესის მართვას ** არსებული მარშრუტისა და კლიენტური ბაზის გადაბარება ფუნქცია-მოვალეობები: ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება ** შეკვეთების გაფორმება სავაჭრო ობიექტებში ** არსებული ობიექტების განვითარება და ახალი ობიექტების მოძიება ** HoReCa სექტორთან (ბარები, რესტორნები, კლუბები, სასტუმროები, კაზინოები) აქტიური მუშაობა ** დებიტორული დავალიანების კონტროლი და ამოღება ** პროდუქციის სწორად განლაგების კონტროლი ** სავაჭრო ობიექტებში ფასების მონიტორინგი ** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება ** კომპანიის ბრენდების განვითარება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი მუშაობა ** კლიენტებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობების ჩამოყალიბება აუცილებელი მოთხოვნები: ** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება ** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა ** HoReCa მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ** უძრავი ქონებით უზრუნველყოფა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი ** ახალი ობიექტების ათვისების უნარი ** შედეგზე ორიენტირებულობა ** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი ** შრომისმოყვარეობა ** გუნდურობა თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, განვითარდეთ პროფესიულად და თქვენი შრომით შექმნათ მაღალი შემოსავალი, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV): zernoffgeorgia@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →