← ყველა ვაკანსია

შესყიდვების მენეჯერი

გაბილდი

"გაბილდი ჯგუფი" 2018 წლიდან ავითარებს კარებისა და ავეჯის მიმართულებას და დღეს თბილისსა და ბათუმში ხუთი შოურუმით არის წარმოდგენილი. ძირითადი მოვალეობები: ** მოახდინოს კომპანიის მომწოდებელ ქარხნებთან ოპტიმალური კომუნიკაცია; ** ვალდებულია, აწარმოოს შეკვეთების გაკეთება; ** შეასრულოს დიდი რაოდენობის შეკვეთების გაკეთება შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ** უზრუნველყოს პროგრამაში ახალი პროდუქციის შესაბამისი ნომენკლატურების შექმნა/შესყიდვა; ** აწარმოოს ინდივიდუალური, კორპორაციული და სტოკის შეკვეთების გაკეთება და აღრიცხვა განსაზღვრულ რეესტრში, განსაზღვრული პარამეტრების სრული დაცვით; ** ვალდებულია, მუდმივად აკონტროლოს საერთაშორისო და ადგილობრივ მომწოდებლებთან ფინანსური ბალანსის სისწორე და კონტროლი; ** აწარმოოს მომწოდებლებთან თანხების გადარიცხვის განრიგის შედგენა და ფინანსურ დეპარტამენტთან კოორდინაცია; ** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება მენეჯმენტის მოთხოვნის შესაბამისად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკურ სფეროში; ** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Microsoft Excel); ** მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული); ** სასურველია 1C ან სხვა ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება; ** მოლაპარაკებების უნარი, ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი და დეტალებზე ორიენტაცია. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით; ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 10:00-19:00 — 1 საათი შესვენება; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** გარემო, სადაც შენი აზრი ბიზნესის განვითარებისთვის ფასეულია. რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს შემდეგ მისამართზე: hr@gabuild.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო ნომერზე: 577 27 67 15. განაცხადების მიღების ვადა: 2026 წლის 30 ოქტომბერი.

განაცხადის გაგზავნა →