სერვისის თანამშრომელი
ჩემი ოფისი
კომპანია "My Office"-ი, რომელიც არის ლიდერი კომპანია საოფისე ტექნიკის მომსახურების სფეროში, აცხადებს შერჩევას სერვისის თანამშრომლის კარტრიჯების დამუხტვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვანი საოფისე ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ბრენდებთან სამუშაოდ: HP, CANON, XEROX.
კომპანია აძლევს კანდიდატებს საშუალებას, შეისწავლონ პერსპექტიული პროფესია ადგილზე.
მოვალეობები:
** საოფისე ტექნიკის დიაგნოსტიკა, დაშლა-აწყობა, შეკეთება, შემოწმება;
** შეკეთებულ მოწყობილობებზე რეპორტის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.
მოთხოვნები:
** ტექნიკის მიმართ ინტერესი;
** საბეჭდი (პრინტერები, კარტრიჯები) ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
** კომპიუტერთან ურთიერთობის უნარი მომხმარებლის დონეზე;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** სპეციფიკური სამუშაოების ადგილზე შესწავლის უნარი;
** მოტივირებულობა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირება.
პირობები:
** გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** ანაზღაურება გაიცემა საბანკო ანგარიშზე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქ. №9 (დიდუბის მეტროს მიმდებარედ).
თუ ეს შესაძლებლობა თქვენთვის საინტერესოა და აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: myofficerecruiter@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სერვისის თანამშრომელი".
"My Office" გელოდება — გახდი ჩვენი გუნდის წევრი!